ადმინისტრაციული მენეჯერი — European Center of Aesthetic Medicine (EUAesthetic)

გვანცა ხუნდაძე ახორციელებს EUAesthetic-ის ადმინისტრაციულ და სასწავლო პროცესების მართვას.
ის პასუხისმგებელია ტრენინგების დაგეგმვაზე, ორგანიზებაზე და მონაწილის გამოცდილების სრულ მართვაზე — დაწყებული აკადემიური კალენდრის დაგეგმვით, დასრულებული ხარისხის კონტროლითა და დოკუმენტაციის პროცესით.

გვანცა ასევე აქტიურადაა ჩართული ცენტრის საერთაშორისო პროექტებსა და პარტნიორულ პროგრამებში, რაც უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვას სასწავლო გარემოში.

მისი მთავარი პრინციპია — ორგანიზებულობა, სიზუსტე და მაღალი ხარისხი ყველა დეტალში