პერმანენტული (კონტურული) მაკიაჟის საგანმანათლებლო კურსი
Get unlimited access to all learning content and premium assets Membership Pro
პერმანენტული მაკიაჟის პროფესიული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს კონტურული მაკიაჟის თანამედროვე ტექნოლოგიებს, გააუმჯობესოს ხელის ტექნიკა და შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება როგორც მულაჟზე, ასევე რეალურ მოდელებზე მუშაობით.
პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და აერთიანებს თეორიულ ცოდნას, ტექნიკურ უნარებსა და ესთეტიკურ ხედვას, რაც აუცილებელია პროფესიონალი პერმანენტ მექაფის სპეციალისტისთვის.
პროგრამის ძირითადი თემები
- მომსახურების ჩვენებები და უკუჩვენებები
- პიგმენტები, მათი ფერების შერევა და შესაბამისი ტონალობების შერჩევა
- კანის სტრუქტურა და პიგმენტის ქცევა ეპიდერმისში
- პროცედურის მეთოდოლოგია და ეტაპები
- ინსტრუმენტების სტერილიზაცია და უსაფრთხოების ნორმები
- მულაჟზე მუშაობა — ხაზების და ფორმების ფორმირება
- წარბის ზონა — ფორმების აგება, ჩარჩოს შექმნა და პიგმენტაციის პრაქტიკა
- თვალის ზონა — კონტურის ხაზვა, სიმეტრიის შენარჩუნება, ტექნიკური უსაფრთხოება
- ტუჩის ზონა — კონტურისა და შიდა პიგმენტაციის ტექნიკა
- პროცედურის შემდგომი მოვლა და რეკომენდაციები პაციენტისთვის
- გართულებების პრევენცია და მართვა
სწავლების სტრუქტურა
სრული ხანგრძლივობა: 3 კვირა (20 საათი)
სასწავლო ფორმატი: თეორია + პრაქტიკა
სასწავლო მეთოდი: დუალური — მულაჟზე და რეალურ მოდელებზე მუშაობა
ტრენერები: ნანა კოკოზაშვილი, ქეთევან გოგოლაძე.
პრაქტიკული გამოცდილება
პერმანენტული მაკიაჟის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს მულაჟზე და რეალურ მოდელებზე მუშაობას — სტუდენტები სწავლობენ სხვადასხვა ზონის პიგმენტაციის ტექნიკას, სიმეტრიის დაცვას და ფერის ბალანსის შენარჩუნებას. პრაქტიკული სესიები მიმდინარეობს პროფესიული აპარატურით და სტერილურ გარემოში.
სერთიფიკაცია და კარიერული პერსპექტივა
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ტარდება თეორიული და პრაქტიკული შეფასება. წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას და საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ სილამაზის ინდუსტრიაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
The course covers a wide range of topics, from the basics of design principles to advanced techniques in various design software. The structured modules make it easy to follow along and gradually build your skills.
მსგავსი კურსები
-
In-person class
-
Beginner
-
274 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
Beginner
-
274 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
All levels
-
51 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
All levels
-
51 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
All levels
-
7 Students
-
11 lessons
-
In-person class
-
All levels
-
7 Students
-
11 lessons
-
In-person class
-
All levels
-
28 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
All levels
-
28 Students
-
10 lessons
გამოიწერე სიახლეები
დაგვიკავშირდი
ტელეფონი
მისამართი
ელ-ფოსტა
ძირითადი
- ჩვენ შესახებ
- პროგრამები
- კურსები
- ტრენინგები
პროგრამები
- © 2025 ყველა უფლება დაცულია Developed by BestWeb.ge