წამწამების დაგრძელებისა და ლამინირების პროფესიული კურსი
Get unlimited access to all learning content and premium assets Membership Pro
წამწამების დაგრძელებისა და ლამინირების პროფესიული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ დაეუფლონ წამწამებისა და წარბების თანამედროვე ესთეტიკურ ტექნიკებს, გაიღრმავოს ცოდნა პროცედურის უსაფრთხოებისა და შედეგის მდგრადობის შესახებ და გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
კურსი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ როგორც წამწამების დაგრძელების მეთოდოლოგია, ასევე ლამინირების პროცედურების სრულყოფილი შესრულება. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფილია საჭირო მასალებითა და პროდუქციით.
პროგრამის ძირითადი თემები
- ხელსაწყოების გაცნობა და ანტისეპტიკა
- წამწამების სტრუქტურა და მათი ფიზიოლოგია
- წამწამების დაგრძელების მეთოდები
- წამწამების ტიპების, სიგრძისა და სისქის შერჩევა
- წამწამების დაგრძელების პროცედურის ეტაპები
- დაგრძელებული წამწამების კორექცია და მოხსნა
- პროცედურის შემდგომი მოვლა და რეკომენდაციები
- წამწამების ლამინირება — ტექნოლოგია და მასალები
- წარბის ლამინირება — ფორმირება, ფიქსაცია და მოვლა
- გართულებების პრევენცია და უსაფრთხოების პროტოკოლები
- ეთიკის კოდექსი და პაციენტთან კომუნიკაცია
სწავლების სტრუქტურა
სრული ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი
სასწავლო ფორმატი: თეორია + პრაქტიკა
სასწავლო მეთოდი: დუალური — მულაჟზე და რეალურ მოდელებზე მუშაობა
ტრენერი: ნანა კოკოზაშვილი
კურსის გავლა შესაძლებელია ცალკეული მოდულებითაც — მხოლოდ წამწამების დაგრძელება/ლამინირება ან მხოლოდ წარბის ლამინირება. ასეთი ფორმატი უზრუნველყოფს მოქნილ სწავლებას და საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულება.
პრაქტიკული გამოცდილება
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს მუშაობას მულაჟზე და რეალურ მოდელებზე. სტუდენტები სწავლობენ სხვადასხვა ტექნიკას წამწამების დაგრძელებისა და ლამინირებისათვის, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მასალის სწორ შერჩევას, ჰიგიენურ სტანდარტებსა და შედეგის სიმეტრიას.
პრაქტიკული გაკვეთილები ტარდება პროფესიული ხარისხის მასალებითა და აპარატურით, ტრენერის ზედამხედველობით.
სერთიფიკაცია და კარიერული პერსპექტივა
კურსის დასრულების შემდეგ ტარდება პრაქტიკული შეფასება. წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას.
სერტიფიკატი იძლევა შესაძლებლობას იმუშაოთ ესთეტიკურ და სალონებში, გახდეთ დამოუკიდებელი სპეციალისტი ან განავითაროთ საკუთარი ბიზნესი.
The course covers a wide range of topics, from the basics of design principles to advanced techniques in various design software. The structured modules make it easy to follow along and gradually build your skills.
მსგავსი კურსები
-
In-person class
-
Beginner
-
274 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
Beginner
-
274 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
All levels
-
51 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
All levels
-
51 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
All levels
-
7 Students
-
11 lessons
-
In-person class
-
All levels
-
7 Students
-
11 lessons
-
In-person class
-
All levels
-
28 Students
-
10 lessons
-
In-person class
-
All levels
-
28 Students
-
10 lessons
Subscribe to Updates
Contact Us
Phone
Address
Programs
- © 2025 All rights reserved. Developed by BestWeb.ge